უკრაინელმა სამხედროებმა კრამატორსკის ფრონტზე რუსული საბრძოლო თვითმფრინავი სუ-25 ჩამოაგდეს. ამის შესახებ ცნობებს უკრაინული არმია ავრცელებს.

როგორც ირკვევა, რუსული თვითმფრინავი ხელით გადასატანი საზენიტო-სარაკეტო კომპლექსის გამოყენებით ჩამოაგდეს.

კრამატორსკი დონეცკის ოლქში მდებარეობს, რომლის ოკუპაცია-ანექსიასაც რუსეთი უკრაინაში ომის ფარგლებში ცდილობს.