ახალი ამბები

ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ მხარდაჭერისთვის – ზელენსკი ზურაბიშვილს

26 აგვისტო, 2024 •
ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ მხარდაჭერისთვის – ზელენსკი ზურაბიშვილს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი დამოუკიდებლობის დღის მილოცვისთვის საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.

„ძვირფასო მეგობარო, გმადლობთ კეთილი სიტყვებისთვის და მხარდაჭერისთვის. მეგობარი ქართველი ხალხი, ისევე როგორც უკრაინელები, აღიარებს, რომ თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის ღირს ბრძოლა.

ჩვენი ხალხების კავშირები ყოველთვის ემსახურება ჩვენი ერების თავისუფლებას, დამოუკიდებლობას და აყვავებას“, – წერს ზელენსკი X-ზე ზურაბიშვილის მიმართვის პასუხად.

24 აგვისტოს, უკრაინის დამოუკიდებლობის დღეს, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც უკრაინელებს უსურვა ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა.

„ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, მთელი გულით და ქართველი ხალხის სახელით მინდა მოგილოცოთ დამოუკიდებლობის დღე! მინდა გისურვოთ თქვენი მიზნისაკენ წინსვლა, რაც ასევე ჩვენი საერთო მიზანია – თქვენი ქვეყნის ოკუპაციისგან გათავისუფლება, მშვიდობის აღდგენა, თქვენი ქვეყნის სრული სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა. ესაა ჩემი სურვილი თქვენი ქვეყნისათვის, ესაა ჩემი სურვილი ჩემი ქვეყნისათვის და ესაა ჩემი სურვილი ორივე ქვეყნის ევროპული მომავლისათვის!“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი