ახალი ამბები

კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება – კობახიძე

26 აგვისტო, 2024 •
კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება –  კობახიძე

მთავრობის გადაწყვეტილებით, კახეთის გზატკეცილზე ერეკლე მეორის ძეგლი დაიდგმება.

ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მთავრობის სხდომაზე დღეს, 26 აგვისტოს, განაცხადა.

კობახიძის თქმით, ერეკლე მეორის ძეგლი მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით შეიქმნება.

„ჩვენი ვალია, სათანადო პატივი მივაგოთ საქართველოს ისტორიას და ყველა იმ გმირს, რომელსაც განსაკუთრებული წვლილი მიუძღვის ჩვენი ქვეყნის წინაშე, რომელმაც განსაკუთრებული როლი შეასრულა საქართველოს ეროვნული და რელიგიური იდენტობის შენარჩუნების თვალსაზრისით და თქვენ იცით, რომ ჩვენი გმირი მეფე ერეკლე მეორე არის ამ თვალსაზრისით გამორჩეული. მისმა თავგანწირვამ და სიბრძნემ შეუნარჩუნა საქართველოს ქრისტიანული იდენტობა, რაც არის ჩვენი ევროპული იდენტობის განუყოფელი ნაწილი და ჩვენი ეროვნული გმირის, ერეკლე მეორისთვის პატივის მისაგებად კახეთის გზატკეცილზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის მიმდებარედ, სადაც მერია ახორციელებს პარკის რეაბილიტაციის პროექტს, გადავწყვიტეთ, რომ აღიმართება ერეკლე მეორის ძეგლი, მერაბ მერაბიშვილის ესკიზის მიხედვით“,- განაცხადა პრემიერმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი