დღეს, 23 აგვისტოს, „ლელოს“ გარშემო შექმნილი პოლიტიკური პლატფორმის, „ძლიერი საქართველო“ ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ ანალიტიკურ ორგანიზაცია „ჯეოქეისთან“ თანამშრომლობის დაწყების შესახებ განაცხადა.
როგორც „ჯეოქეისის“ მკვლევარი და გადამდგარი გენერალი-მაიორი ვახტანგ კაპანაძე „ნეტგაზეთთან“ საუბრისას განმარტავს, საუბარია ანალიტიკურ თანამშრომლობაზე და არ მოიცავს რაიმე სახის პოლიტიკურ გაერთიანებას.
მისი თქმით, „ჯეოქეისი“, როგორც ანალიტიკური ორგანიზაცია „ძლიერ საქართველოს“ დაეხმარება საკუთარი დასკვნებით სარჩევნო პროგრამის შემუშავებასა და საჭიროების შემთხვევაში ცვლილებების შეტანაში ისეთ მიმართულებებზე, როგორიც შეიძლება იყოს ეკონომიკა, სოციალური და საინფორმაციო საკითხები, უსაფრთხოება და ა.შ:
„ეს არის ანალიტიკური თანამშრომლობა. ეს არ არის არც პოლიტიკური გაერთიანება, არც ადგილები სიებში და ა.შ. ეს არის თანამშრომლობა, როდესაც პოლიტიკური პარტია უკავშირდება ანალიტიკურ ორგანიზაციას გარკვეული მიმართულებით საკითხების განხილვაზე და გარკვეული აზრის ჩამოყალიბებაზე.
ორგანიზაციის მკვლევარი ხაზს უსვამს, რომ ეს თანამშრომლობის კარგი და აპრობირებული პრაქტიკაა დასავლურ დემოკრატიებში:
ამჟამად, „ლელოს“ ირგვლივ შექმნილ კოალიციაში თავად ამ პარტიის გარდა გაერთიანებულია პოლიტიკური მოძრაობა „თავისუფლების მოედანი“, ალეკო ელისაშვილის პარტია „მოქალაქეები“ და „ანა დოლიძე — ხალხისთვის.
ანალიტიკური ცენტრი ჯეოქეისის ხელმძღვანელი იურისტი ვიქტორ ყიფიანია, რომელიც წარსშული ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი იყო კრედიტ სუისის საქმეზე.







