უკრაინული მხარე აცხადებს, რომ 22 აგვისტოს ამერიკული იარაღით – ბომბებით GBU-39 კურსკის ოლქში რუსული ჯარის პოზიციები დაბომბა.
ამ იარაღის გამოყენების ვიდეო გამოაქვეყნა მიკოლა ოლეშუკმა – უკრაინის საჰაერო ძალების სარდალმა.
ვიდეოში, ოლუკის ცნობით, ნაჩვენებია, თუ როგორ დაიბომბა რუსეთის შეიარაღებული ძალების დრონების მართვის და რადიო-ელექტრონული ბრძოლის პუნქტი. პუნქტში და მიმდებარე ტერიტორიაზე იყო განლაგებული ტექნიკა, შეიარაღება. ადგილზე იყო 40-მდე რუსი სამხედრო, აღნიშნავს ოლეშუკი.
ვაშინგტონში კიევის ამ განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებიათ. აქამდე, აშშ-ის ოფიციალური პოზიცია იყო, რომ უკრაინას არ ჰქონდა ნებართვა, ამერიკული იარაღი რუსეთის საერთაშორისოდ აღიარებულ ტერიტორიაზე გამოეყენებინა.
გარეკანის ფოტოზე: სქრინშოთი ოლეშუკის ვიდეოდან