ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

პუტინი ბაქოში – მას ალიევმა და მისმა ცოლმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს

19 აგვისტო, 2024 •
პუტინი ბაქოში – მას ალიევმა და მისმა ცოლმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს

19 აგვისტოს, გვიან ღამით, რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი ბაქოს ეწვია, სადაც პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და მისმა ცოლმა, ქვეყნის ვიცეპრეზიდენტმა მეჰრიბან ალიევამ ქალაქგარეთ რეზიდენციაში არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს. შესაბამის ფოტომასალას აზერბაიჯანული სახელმწიფო მედია ავრცელებს.

რუსული მედიის ცნობით, ვიზიტის ოფიციალური ნაწილი დღეს, 19 აგვისტოს დაიწყება და მხარეები გაფართოებულ ფორმატებში ისაუბრებენ რეგიონის პრობლემებზე, განსაკუთრებით, სომხეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობებზე.

ოფიციალური ინფორმაციითვე, ვიზიტის დროს ქვეყნის ლიდერები ერთობლივ განცხადებას მიიღებენ და სხვადასხვა, მათ შორის ენერგეტიკისა და სავაჭრო სფეროებში სახელმწიფოთაშორისო დოკუმენტებს მოაწერენ ხელს.

2024 წელს ეს ალიევისა და პუტინის რიგით მესამე ოფიციალური შეხვედრაა.

მასალების გადაბეჭდვის წესი