ბაქოში პუტინის ორდღიანი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა რუსეთის პრეზიდენტი პირადად გაასეირნა ბაქოს “თეთრ ქალაქში” “მერსედესით”, – წერენ რუსული და აზერბაიჯანული საინფორმაციო სააგენტოები და ფოტო და ვიდეომასალას ავრცელებენ.
ვლადიმერ პუტინმა ბაქოში პირდაპირი და გაფართოებული შეხვედრები გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტთან და მთავრობასთან. ოფიციალური ცნობით, ვიზიტის ფარგლებში რიგი შეთანხმებები გაფორმდა, მათ შორის ეკონომიკურ, სავაჭრო და განათლების სფეროებში.
პუტინი ბაქოში – მას ალიევმა და მისმა ცოლმა არაოფიციალურ ვახშამზე უმასპინძლეს