ახალი ამბები

უკრაინამ კურსკის ოლქში პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნა

15 აგვისტო, 2024 •
უკრაინამ კურსკის ოლქში პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნა

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსეთში, კურსკის ოლქში მათ მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე პირველი სამხედრო კომენდატურა შექმნეს.

„უკრაინსკა პრავდას“ ცნობით, ამის შესახებ უკრაინული ძალების სარდალმა, ოლექსანდრ სირსკიმ ვოლოდიმირ ზელენსკის 15 აგვისტოს თათბირზე მოახსენა.

„კურსკის ოლქის ტერიტორიაზე დასრულებულია მოწინააღმდეგის ძებნა-განადგურება სუჯის და სამ სხვა დასახლებულ პუნქტში.

მართლწესრიგის უზრუნველსაყოფად და კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსახლეობის პირველადი საჭიროებების უზრუნველსაყოფად შეიქმნა სამხედრო კომენდატურა, მის ხელმძღვანელად გენერალ-მაიორი ედაურდ მოსკალოვი დაინიშნა“, – თქვა სირსკიმ.

უკრაინა უკვე ერთ კვირაზე მეტია აწარმოებს ოპერაციას კურსკის ოლქში და აცხადებს, რომ ტყვედ აიყვანა ასობით რუსი სამხედრო და დაიკავა 1000 კვადრატული კილომეტრის ტერიტორია.

მასალების გადაბეჭდვის წესი