საქართველოში ლიეტუვის ახალი ელჩი დარიუს ვიტკაუსკასი იქნება.

ამის შესახებ ინფორმაციას ლიეტუვის საელჩო ავრცელებს.

საელჩოს ცნობით, ლიეტუვის რესპუბლიკის პრეზიდენტის ბრძანებულებით დარიუს ვიტკაუსკასი 6 აგვისტოს დაინიშნა საგანგებო და სრულუფლებიან ელჩად საქართველოში.

დარიუს ვიტკაუსკასი ლიეტუვის ყოფილ ელჩს ანდრიუს კალინდრას ჩაანაცვლებს, რომელმაც საქართველოში მისი დიპლომატიური მისია დაასრულა.