09:30 – სასტუმრო „რუმსში“ ცესკო ევროსაბჭოს ვენეციის კომისიასთან თანამშრომლობით ორდღიან რეგიონულ კონფერენციას გახსნის – თემაზე „გენდერული თანასწორობა საარჩევნო პროცესებში“;
10:00 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ გაიმართება კონფერენაცია – „კლიმატის ცვლილების პოლიტიკა საქართველოში და მზადება პარიზის ხელშეკრულებისათვის“, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და გაეროს განვითარების პროგრამების (UNDP) ორგანიზებით გაიმართება;
11:00 – ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი დავით სერგეენკო გახსნის. მის: ჯანდაცვის სამინისტროს ეროვნული სასწავლო ცენტრი- აღმაშენებლის მე-12 კილომეტრი (კლინიკა ლანცეტის გვერდით);
11:00 – სრულიად საქართველოს მუფტი ბეგლარ ქამაშიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: ტერორიზმი რელიგიის სახელით და მიმართვა საქართველოში მცხოვრებ მუსულმანებს. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
11:00 – „პირველ პრესკლუბში“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ მთავარი იურისტი, ანა კიკნაძე სპეციალურ ბრიფინგს გამართავს, თემაზე: უზენაესი სასამართლოს უცნობი 2015 წლის 28 სექტემბრის გადაწყვეტილება, რომელიც საბანკო გარანტიების გამოყენების ახალ პრაქტიკას აყალიბებს და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნის ბიზნესს საქართველოში. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.
11:30 – “პირველ პრესკლუბში” საკრებულოს წვერი, გენერალ-მაიორი კობა კობალაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ტერაქტები და საფრთხეები. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.
12:00 – ილიაუნის ფაბლაბ-ში ეკონომიკისა მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და ნიდერლანდების მთავრობას შორის შეხვედრა გაიმართება. შეხვედრის ფარგლებში განხილული პროექტი საქართველოში არსებული ინოვაციების ლაბორატორიების ხელმძღვანელების გადამზადებას ითვალისწინებს;
12:00 – პარლამენტის ბიუროს სხდომა, ქუთაისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი;
12:00 – თბილისის საკრებულოს წევრი „გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობიდან“ თამარ ცინცაბაძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემა: თბილისის 2016 წლის ხმაურიანი ბიუჯეტი; თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მუშაობის შეფასება და საკადრო გადაადგილებები თბილისის მერიაში. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23;
13:00 – საშემოდგომო სესიის პლენარული სხდომა, ქუთაისი, პლენარულ სხდომათა დარბაზი
14:00 – მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლეში გაიმართება ენისა და კულტურის ფესტივალის შესარჩევი ტური;
14:00 – სასტუმრო ჰოლიდეი ინში ევრაზიის თანამშრომლობის ფონდი გამართავს კვლევის ანგარიშის პრეზენტაციას „ევროკავშირის მიმართ დამოკიდებულებისა და ცოდნის შეფასება საქართველოში: ცვლილებები და ტენდენციები 2009 – 2015 წლებში“;
14:00 – პრაიმტაიმის პრესკლუბში საქართველოში ჩეჩნური დიასპორის წარმომადგენლი მექა ხანგოშვილი პრესკონფერენციას გამართავს. თემა: უსაფრთხოების გამკაცრებული ზომები, საქართველოს მუსლიმი მოქალაქეების მიგრაცია სირიაში და დაკავებული ქისტები;
15:00 – დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა, ქუთაისი, დარბაზი №304;
15:00 – „ქორთიარდ მერიოტში“ გაიმართება ეროვნული კონფერენცია სახელწოდებით „იმუნიზაციის პრაქტიკის შემდგომი ცვლილებისათვის საქართველოში“ , რომლის ფარგლებშიც ქართველი ექიმებისათვის პირველად იქნება მიწოდებული ინფორმაცია სანოფი პასტერის მიერ წარმოეული ექვსკომპონენტიანი ვაქცინის, ჰექსაქსიმ®-ის შესახებ;
16:00 – “საქართველოს რეფორმების ასოციაცია” გიწვევთ პოლიტიკის დოკუმენტისა და პუბლიკაციის პრეზენტაციაზე – „ისლამური სახელმწიფო და გამოწვევები საქართველოში“ და “ქართულ-აფხაზური ურთიერთობა საქართველოს დამოუკიდებლობის შემდეგ”; ადგილი: მიცკევიჩის ქ. N27;
16:45 – სასტუმრო „თბილისი მარიოტში“ საქართველოს ბიზნეს ასოციაციის ორგანიზებით იმართება ასოციაციის წევრი კომპანიების წარმომადგენლების შეხვედრა ეკონომიკური საბჭოს მდივანთან, ბიზნესომბუდსმენთან გიორგი გახარიასთან;
20:00 – მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ქალთა მოძრაობის აქცია – “ადრეული ქორწინება გოგონებზე ძალადობაა”.

ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის საპარლამენტო კომიტეტის წევრების
ვიზიტი საქართველოში (პროგრამა)
09:00-09:45 – შეხვედრა საქართველოში მოქმედი არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან; ადგილი: “A“ კორპუსი, ბაგრატოვანთა დარბაზი;
10:00-10:45 – შეხვედრა საქართველოს ბიზნეს ასოციაციების წარმომადგენლებთან; ადგილი: “A“ კორპუსი, ბაგრატოვანთა დარბაზი;
11:00-11:45 – შეხვედრა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, მიხეილ ჯანელიძესთან; ადგილი: საგარეო საქმეთა სამინისტრო;
12:00-12:45 – შეხვედრა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან გენადი არველაძესთან; ადგილი: ეკონომიკის სამინისტრო;
14:45-15:15 – იუსტიციის სახლის მონახულება;
15:30-16:15 – ფარმაცევტული საწარმო “შპს ინნოვასის” მონახულება;
16:30-17:15 – კონიაკის ქარხანა “სარაჯიშვილის” მონახულება;
17:15 – გამგზავრება შატო მუხრანში.