ახალი ამბები

აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, როგორ აარიდონ თავი ტერაქტებს

24 ნოემბერი, 2015 • • 1206
აშშ საკუთარ მოქალაქეებს აფრთხილებს, როგორ აარიდონ თავი ტერაქტებს

სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ მიმართვაში ნათქვამია, რომ მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა ტერორისტული დაჯგუფების მხრიდან შესაძლო ტერაქტების მოწყობის ალბათობა ჯერ კიდევ მაღალია. გაფრთხილება ძალაში 2016 წლის 24 თებერვლამდე დარჩება.

 

აშშ აფრთხილებს მოქალაქეებს, რომ ფხიზლად იყვნენ საჯარო თავშეყრის ადგილებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტში. არ დაკარგონ კონტაქტი საკუთარ ნათესავებთან და აცნობონ მათ თავიანთი ადგილსამყოფელის შესახებ.

 

ამერიკის შეერთებულ შტატებში მომავალ კვირას ქალაქებს შორის გაზრდილ მიმოსვლას ელიან, რადგან ადგილობრივები “მადლიერების დღეს” აღნიშნავენ.

 

პოლიციის სპეცნადაყოფები ნიუ იორკის ქუჩებში განლაგდნენ
პოლიციის სპეცნადაყოფები ნიუ იორკის ქუჩებში განლაგდნენ

 

მსგავსი შინაარსის ინსტრუქციები უკვე ამოქმედდა ბელგიაში, მალიში, რუსეთში. 13 ნოემბერის ტერაქტების შემდეგ საგანგებო სიტუაცია გამოცხადდა საფრანგეთში. ჩაკეტილია ქვეყნის სახმელეთო საზღვარი.

 

საფრანგეთში მომხდარ ტერორისტულ აქტებს 130 ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. დაშავდა 300-ზე მეტი.

მასალების გადაბეჭდვის წესი