ახალი ამბები

ანონსი: 24 ნოემბერი

23 ნოემბერი, 2015 •
ანონსი: 24 ნოემბერი

11:00 მომდინარე პოლიტიკურ საკითხებთან დაკავშირებით საქართველოს საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი გია ჟორჟოლიანი პორტალ „კვირას“ პრესკლუბში საგანგებო პრესკონფერენციას  გამართავს.  ასევე, ისაუბრებს სირიიდან დაბრუნებილი ბორჩაშვილის დაკავებაზე.  მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23.

 

11:00 ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა

თბილისი, ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი

 

11:15 საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილის შეხვედრა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრთან, ედგარს რინკევიჩსთან

თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

12:00 პრაიმტაიმის პრესკლუბში ექსპერტი სოსო ცისკარიშვილი პრესკონფერენციას გამართავს

თემა: სააკაშვილი-ბურჭულაძის შეხვედრა, საარჩევნო კოდექსის ცვლილება, მიმდინარე პოლიტიკური საკითხები

 

12:00 ბოტანიკის ინსტიტუში,  გარემოს დაცვის სამინისტროს და საერთაშორისო კომპანია   J GROUP Global (JGG) – ის წარმომადგენლები  პრესკონფერენციას გამართავენ, ქართული ტყეების აღდგენის, უპრეცენდენტო მასშტაბის  პროექტის დაწყების  შესახებ.

მისამართი: ბოტანიკური ბაღი. გრიშაშვილის ქუჩიდან, პირველივე  შესახვევიდან ასასვლელი

 

12:00 “პატიმარ,ყოფილ პატიმარ და პრობაციონერ  ქალთა რესოციალიზაცია და – გენდერული ასპექტები“ (მრგვალი მაგიდის ფორმატი)

მისამართი: ევროპის სახლი (თავისუფლების მოედანი 1 თბილისი.).

 

12:00 “პირველ პრესკლუბში” საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ანი მიროტაძე მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებზე პრესკონფერენციას გამართავს. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

 

12:00 „გაერთიანებული დემოკრატების“ წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე პორტალ „კვირას“ პრესკლუბში პრესკონფერენციას გამართავს. თემები: ტერაქტები; ისლამისტები; საფრთხე საქართველოსთვის; სირიიდან დაბრუნებული ბორჩაშვილის დაკავება და უსაფრთხოების ზომები; საპროკურორი საბჭო;  სხვა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები. მისამართი: უშანგი ჩხეიძის 23

 

12:30 “პირველ პრესკლუბში” კომპანია “2X2” პრესკონფერენციას გამართავს, ისაუბრებს თავის საქმიანობაზე და ინოვაციურ პროდუქტზე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

 

13:00 “პირველ პრესკლუბში” “ყოფილი პოლიტპატიმრები-ადამიანის უფლებებისთვის” თავმჯდომარე ნანა კაკაბაძე პრესკონფერენციას გამართავს. თემა: დავით ბორჩაშვილის საქმე. მისამართი: წერეთლის 116, ბიზნეს ცენტრი “დიდუბე პლაზა”, მე-2 სართ.

 

13:30 პარტია „მემარცხენე ალიანსის“ თავმჯდომარე კახა ძაგანია ბრიფინგს გამართავს და საგანგებო განცხადებას გააკეთებს პარტიის ოფისში, მის.:

ი. ხვიჩიას 17.

 

13:30 პარლამენტის ბიუროს სხდომა

თბილისი, ბიუროს სხდომათა დარბაზი

 

14:00 საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის  საგამოფენო დარბაზში გაიმართება „საქართველოს ახალგაზრდული ევრო-ატლანტიკური კოალიციის“ ფართო საზოგადოებისთვის წარდგენა.

 

15:00 საქართველოში მრავალპარტიული საპარლამენტო არჩევნების ჩატარებიდან 25 წლის საიუბილეო ღონისძიებების ფარგლებში, საქართველოს პარლამენტში ფოტოგამოფენა – “საპარლამენტო დემოკრატია საქართველოში” გაიხსნება. ღონისძიებაზე მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართავს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი

თბილისი, რუსთაველის სახელობის დარბაზი, B კორპუსი, 0 სართული

 

16:00 ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის სხდომა

თბილისი, პირველი რესპუბლიკის სახელობის დარბაზი

მასალების გადაბეჭდვის წესი