ახალი ამბები

ერთ-ერთი პირი, რომელიც საქართველოს ISIS-ის სახელით ემუქრება ხვიჩა გობაძეა

23 ნოემბერი, 2015 • 2733
ერთ-ერთი პირი, რომელიც საქართველოს ISIS-ის სახელით ემუქრება ხვიჩა გობაძეა

ხვიჩაძე გობაძის ახლობლების თქმით, ხვიჩა გობაძე რადიკალი ისლამის მიმდევარია, რომელმაც დაახლოებით 2 თვის წინ დატოვა საქართველოს ტერიტორია. მანამდე  ბათუმში იმყოფებოდა.

 

ახლობლების თქმით, გობაძემ წალკის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლაში სწავლობდა. წალკაში მისი ოჯახი აჭარიდან გადასახლებული ეკომიგრანტები იყვნენ.  წალკაში სწავლის დროს ის სკოლამ შეარჩია, როგორც ნიჭიერი ბავშვი და  ერთი წელი კომაროვის ფიზიკა-მათემატიკის თბილისის 199-ე საჯარო სკოლაში სწავლობდა.  ეკომიგრანტების ოჯახი ისევ აჭარაში დაბრუნდა. ბათუმში გობაძე ერთი წელი მუსლიმურ რელიგიურ სკოლაში სწავლობდა, ორი წელი კი – კაიროში. იცის სრულყოფილად არაბული, ასევე, ზეპირად იცის ყურანი.

 

დღეს, 23 ნოემბერს, ვებგვერდზე ”ხალიფატი – ისლამური სახელმწიფო” გავრცელდა ვიდეომიმართვა, სადაც საქართველოს მოქალაქეებს სისხლისღვრით ემუქრებიან.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ 16 ნოემბერს მაესტროს ეთერში განაცხადა, რომ  ტერორისტული ორგანიზაცია “ისლამური სახელმწიფოს” პროპაგანდისტული ქართული ვებგვერდების შექმნის თაობაზე გამოძიება მიმდინარეობს. იზორიას თქმით, ისინი მიმართავენ სასამართლოს, რომ აირკძალოს ეს საიტები.

 

”ნეტგაზეთის” შეკითხვაზე, მიმართა თუ არა სასამართლოს სუს-მა ამ შუამდგომლობით, უსაფრთხოების სამსახურის პრესსამსახურში ასე უპასუხეს:
 
 
“გამოძიების ინტერესებიდან გამომდინარე, ვერ გიპასუხებთ ამ კითხვაზე, თუმცა იმავე ინტერვიუში ლევან იზორიამ განმარტა, რომ ამ პროცედურისთვის დრო იყო საჭირო”.

 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა ასევე გამოძიება დაიწყო წალკის რაიონის სოფელ კოხტას იმამის, მურმან პაიჭაძის სახელით გავრცელებული მუქარის შემცველი განცხადების ფაქტზე.

 

გამოძიება ჯერ კიდევ იანვრის თვიდან მიმდინარეობს თამაზ ჭაღალიძის წინააღმდგაც, რომელმაც ფეისბუკით არაერთი ვიდეომიმართვა გაავრცელა.

ხვიჩა გობაძე
ხვიჩა გობაძე

მასალების გადაბეჭდვის წესი