ახალი ამბები

ადვოკატიის თქმით, ბორჩაშვილი სირიაში ყოფნის ფაქტს ადასტურებს, ISIS-თან კავშირს – არა

22 ნოემბერი, 2015 • 1407
ადვოკატიის თქმით, ბორჩაშვილი სირიაში ყოფნის ფაქტს ადასტურებს, ISIS-თან კავშირს – არა

გუშინ, 21 ნოემბერს სოციალურ ქსელში Youtube, Al shishani-ს სახელით, გავრცელდა ორი ვიდეომასალა, რომელთაგან ერთზე მებრძოლების გადაადგილებაა აღბეჭდილი, ხოლო მეორეზე გარდაცვლილის დასაფლავების პროცესი. საინფორმაციო სააგენტო კვირას და IPN-ის ინფორმაციით, ვიდეოზე სწორედ დავით ბორჩაშვილია აღბეჭდილი ავტომატით ხელში. მისი ადვოკატი ამ საკითხზე ამბობს:


“გავრცელებულ ხმებს გავრცელებულ კადრებს, რომ ის მებრძოლის ფორმაშია – თუ რა მტკიცებულებები აქვს გამოძიებას,  ამას ჩვენ ვნახავთ მას შემდეგ, რაც ბრალს წაუყენებენ, თუმცა თვითონ “ისლამურ სახელმწიფოსთან” რაიმე კავშირს კატეგორიულად უარყოფს… ზოგადად არ უარყოფს, რომ სირიაში არის ნამყოფი, თუმცა ის დაჯგუფება, ვისთანაც მას კონტაქტი ჰქონდა და არა მებრძოლის სახით, ის დაჯგუფება ებრძვის ისლმურ სახელმწიფოსაც და [ბაშარ] ასადსაც”, – აცხადებს ნიკოლაიშვილი.


სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, დააკავეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ბრალი ტერორისტულ დანაშაულში ედება.


“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის კონტრტერორისტული ცენტრის თანამშრომლებმა მოქალაქე დავით ბორჩაშვილი დააკავეს საქართველოს სსკ-ის 328 ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ბრალდებით, რაც უცხო ქვეყნის ტერორისტულ ორგანიზაციაში ან უცხოეთის კონტროლისადმი დაქვემდებარებულ ტერორისტულ ორგანიზაციაში გაერთიანებას ან ტერორისტულ საქმიანობაში მის დახმარებას გულისხმობს”, – აცხადებენ სუს-ში.

 

დაკავებული, რომელიც საქართველოში თურქეთიდან ჩამოვიდა, თავდაპირველად ე.წ. მოდულის შენობაში იმყოფებოდა, თუმცა ამჟამად ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კლინიკაშია გადაყვანილი. რუსთავი 2-ის ინფორმაციით, დაკავებული კლინიკაში მოინახულა სახალხო დამცველის წარმომადგენლებმა. 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი