ახალი ამბები

მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას გეგმავს

5 აგვისტო, 2024 •
მთავრობა ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნას გეგმავს

მთავრობის გადაწყვეტილებით, ქუთაისის პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება.

ამის შესახებ მთავრობამ განკარგულება პირველ აგვისტოს გამოსცა.

მთავრობის განკარგულების თანახმად, საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს 2025 წლისთვის დაევალა პარლამენტის ყოფილ შენობაში ტექნოლოგიური ჰაბის გახსნა დაევალა.

განკარგულების მიხედვით, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნისთვის, ჯამში, 12 მილიონია გათვალისწინებული.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, ტექნოლოგიური ჰაბის ტერიტორიაზე იქნება ინტერაქციული სამეცნიერო მუზეუმი, ასევე, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, სხვადასხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები.

მათივე ცნობით, კომპლექსში ასევე გამოიყოფა ფართი IT კომპანიებისთვის, რომლებიც ბოლო წლებია საქართველოში წარმატებით საქმიანობენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი