ახალი ამბები

მალიში, სასტუმრო რედისონიდან 80 მძევალი გაათავისუფლეს, 3 ადამიანი დაიღუპა

20 ნოემბერი, 2015 • 1072
მალიში, სასტუმრო რედისონიდან 80 მძევალი გაათავისუფლეს, 3 ადამიანი დაიღუპა

“მათ შეაღწიეს შენობაში და სპეცოპერაცია მიმდინარეობს,”– განუცხადა როიტერს პოლიციის წარმომადგენელმა. 

 

როიტერის ინფორმაციითვე, ერთ–ერთმა გათავისუფლებულმა მძევალმა განაცხადა, რომ თავდამსხმელები ინგლისურად საუბრობდნენ.

 

ავიაკომპანია “ეარ ფრანსმა” განაცხადა, რომ მათი ეკიპაჟის 12 წევრი სამაშველო ოპერაციის შედეგად გათავისუფლდა. სასტუმროს სტუმართა შორის ასევე არის Turkish Airlines–ის ეკიპაჟის 16 წევრი, 20 ინდოელი და 10–მდე ჩინეთის მოქალაქე.  

 

საერთაშორისო მედიის ცნობით, მალის დედაქალაქ ბამაკოში, სასტუმრო Radisson Blu–ში დაახლოებით ათმა შეიარაღებულმა პირმა 170 ადამიანი მძევლად აიყვანა, მათგან 140 სასტუმროს სტუმარი, ხოლო 30 – თანამშრომელია. მათივე ცნობით, სასტუმროში მყოფთა დიდი ნაწილი უცხოელია. რამდენიმე მძევალი თავად თავდსმსხმელებმა გაათავისუფლეს მას შემდეგ, რაც მათ ყურანიდან ნაწყვეტების ციტირება შეძლეს.

 

REUTERS/REUTERS TV
REUTERS/REUTERS TV

ჩრდლოეთ მალი 2012 წლამდე ოკუპირებული ჰქონდათ ისლამისტ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საფრანგეთის წინამძღოლობით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განდევნეს, ქვეყანაში ძალადობა კვლავ გაგრძელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი