ახალი ამბები

კალაძე უშიშროების საბჭოს მოწვევაზე: კრიზისების საბჭოზე ყველა პრობლემა განვიხილეთ

20 ნოემბერი, 2015 • 1178
კალაძე უშიშროების საბჭოს მოწვევაზე: კრიზისების საბჭოზე ყველა პრობლემა განვიხილეთ

“კრიზისების საბჭოზე ალბათ ყველაფერი იყო დეტალურად განხილული, ყველა ის პრობლემა, რომელიც დღე შეიძლება არსებობდეს ქვეყანასთთან მიმართებაში. მე ვფიქრობ, ეს ყველაფერი შოუს ემსგავსება. მე არ ვაპირებ რაღაც შოუებში მონაწილეობის მიღებას. ჩემი თხოვნა იქნება, ყველა, ეს იქნება მინისტრები, პრეზიდენტი, ყველამ თავისი საქმე აკეთოს, ჩვენი საქმე ვაკეთოთ და, ვფიქრობ, ამით ხელს შევუწყობთ ქვეყნის განვითარებგას, გაძლიერებას და არა შოუების და რაღაც ქულების წერას და მოსახლეობისთვის თავის შეხსენებას,”– განაცხადა კახა კალაძემ. 


18 ნოემბერს სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს სხდომა პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მთავრობის ადმინისტრაციაში გაიმართა.


გიორგი მარგველაშვილმა ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომა კი 2015 წლის 4 დეკემბერს, 16:00 საათზე, საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში დანიშნაუშიშროების საბჭოს პრესსამსახურის ცნობით, სხდომაზე, საბჭოს 23 სექტემბრის გადაწყვეტილების თანახმად, განიხილება ერთობლივი მუშაობის შედეგად გამოვლენილი საფრთხეების საპასუხო ქმედებები და თავდაცვის ორგანიზების სფეროში დაგეგმილი ღონისძიებები. უშიშროების საბჭოს სხდომა რამდენიმე კვირის წინ ჩაიშალა, რადგან მასში მონაწილეობის მისაღებად სხდომაზე არ მივიდნენ საბჭოს წევრი მინისტრები.


გარდა ამისა, დღეს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი კვერენჩხილაძემ ისაუბრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ მთავრობისადმი გაგზავნილ პასუხგაუცემელ მიმართვებსა და წერილებზეც. მისი თქმით, ეს არ მიუთითებს დემოკრატიული და სამართღლებრივი სახელმწიფოს საფუძვლების გააზრებაზე:


“ეს მიმართვები არის გასული წლის, წელიწადზე მეტი ხანია, რაც მივმართეთ კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით, პრეზიდენტის კონსტიტუციური უფლებამოსილების რეალიზაციის მიზნით მთავრობის სხდომის დღის წესრიგში კონკრეტული საკითხის გათვალისწინებაზე. 10 თვის წინ კვლავ მივმართეთ ანალოგიური თხოვნით, 2 თვის წინ კვლავ იქნა მთავრობისადმი ანალოგიური თხოვნა, ასევე, სემეკის წევრობის კანდიდატზე თვეზე მეტი ვადაა გასული და დღემდე რეაგირება არ მოჰყოლია. შესაბამისად, ეს ყველაფერი გვაძლევს ამის თქმის საფუძველს, რომ ნამდვილად არ მოხდება ამგვარი მიდგომით დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპების დაცვა,”– განაცხადა გიორგი კვერენჩხილაძემ.





მასალების გადაბეჭდვის წესი