ახალი ამბები

მალიში, სასტუმრო რედისონში ისლამისტმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს

20 ნოემბერი, 2015 • 1183
მალიში, სასტუმრო რედისონში ისლამისტმა შეიარაღებულმა პირებმა მძევლად 170 ადამიანი აიყვანეს

ჯერ არ არის ცნობილი შეიარღებული პირების ვინაობა და არც ის ჯგუფი, რომელსაც ისინი მიეკუთვნებიან. 

 

როგორც BBC წერს, პოლიციამ ალყა შემოარტყა სასტუმროს. როიტერის ცნობით კი, როდესაც დაახლოებით 10 შეიარაღებული პირი სასტუმროში შეიჭრა, ისმოდა არაბული შეძახილები “ალაჰ აკბარ!”.

 

აშშ–ის საელჩო ბამაკოში მოქალაქეებს მოუწოდებს, რომ მიჰყვნენ იმ ინსტრუქციებს, რომელსაც ადგილობრივი ხელისუფლება გასცემს და თვალი ადევნონ მედიას. 

 

ჩრდლოეთ მალი 2012 წლამდე ოკუპირებული ჰქონდათ ისლამისტ მებრძოლებს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი საფრანგეთის წინამძღოლობით ჩატარებული სამხედრო ოპერაციის შედეგად განდევნეს, ქვეყანაში ძალადობა კვლავ გაგრძელდა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი