ახალი ამბები

იტალიური ინტერნეტპროვაიდერი სილქნეტთან და Turkcell-თან ერთად საქართველოში საქმიანობას გეგმავს

20 ნოემბერი, 2015 • 1268
იტალიური ინტერნეტპროვაიდერი სილქნეტთან და Turkcell-თან ერთად საქართველოში საქმიანობას გეგმავს

კერძოდ, GNCC-ის ინფორმაციით, კომპანია, თურქულ სატელეკომუნიკაციო კომპანია „Turkcell”-თან და სს „სილქნეტთან“ ერთად საქართველოში საქმიანობის დაწყებას გეგმავს და თბილისში ინტერნეტრესურსებთან მიერთების რეგიონალური წერტილის (Pop) შექმნას აპირებს. კომისიის ცნობით, კომპანიებს შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს ხელი უკვე მოეწერა.

 

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, კომისის თავმჯდომარე ვახტანგ აბაშიძე “Telecom Italia Sparkle”-ის წარმომადგენლებს უკვე შეხვდა. კომისიის ცნობით, შეხვედრის მიზანი ელექტრონული კომუნიკაციბის სფეროში არსებული კანონმდებლობის გაცნობა და რეგულირებასთან დაკავშირებულ საკითხებში გარკვევა იყო და მხარეები სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი