ახალი ამბები

ჭიათურაში მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

19 ნოემბერი, 2015 • 1108
ჭიათურაში მაღაროში მომხდარი აფეთქების შედეგად ორი ადამიანი დაშავდა

მალხაზ წერეთლის თქმით, მადანის სალიკვიდაციო სამუშაოებისას აფეთქების საშუალებით უნდა მომხდარიყო ხელოვნური ჩამოქცევა მაღაროს შიგნით. 

 

“ორი ადამიანი იყო, ცვლის უფროსი და ამფეთქებელი. აუფეთქდათ, რაღაც მოხდა. ძირითადი დაზიანება არის დამწვრობა, ერთ მათგანს მხედველობის პრობლემები შეექმნა,”– განაცხადა მაჟორიტარმა დეპუტატმა.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, რომ გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის კოდექსის 240–ე მუხლთ, რაც ითვალისწინებს სამთო, სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას. 


საქართველოს მეტალურგიული, სამთო და ქიმიური მრეწველობის პროფკავშირის პრეზიდენტი, თამაზ დოლაბერიძე საკუთარ ფეისბუკის გვერდზე წერს, რომ ერთ–ერთმა დაშავებულმა მხედველობა ორივე თვალზე, ხოლო მეორე დაშავებულმა ცალ თვალზე 100 %-ით დაკარგა.

 

დღეს, დაახლოვებით 14:00 საათზე ჭიათურის მაღარო ,,პერევისა”-ში, რომელიც ,,სტალინი”-ს მაღაროს სახელით არის ცნობილი, ორი ამ…

Posted by Tamaz Dolaberidze on Thursday, November 19, 2015

მასალების გადაბეჭდვის წესი