ახალი ამბები

იანვრიდან შესაძლოა თამბაქოს პროდუქციასა და ზოგოერთ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზი გაიზარდოს

19 ნოემბერი, 2015 • 1139
იანვრიდან შესაძლოა თამბაქოს პროდუქციასა და ზოგოერთ ალკოჰოლურ სასმელზე აქციზი გაიზარდოს

კერძოდ,  კანონპროექტის მიხედვით, 2016 წლის 1 იანვრიდან აქციზის ფიქსირებული განაკვეთის ზრდა დაგეგმილია:


–         ფილტრიან სიგარეტზე (20 ღერზე) –  0,20 ლარის ოდენობით;

–         უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) – 0,05 ლარის ოდენობით;

–         სიგარებზე ერთ ღერზე  და სიგარალებზე 20 ღერზე – 0.4 ლარით;

–         ყალიონით მოსაწევ და საღეჭ ან საყნოს თამბაქოზე 1 კგ-ზე –  5 ლარით.

   


კანონპროექტის თანახმად, ფილტრიან და უფილტრო სიგარეტზე (20 ღერზე) აქციზის პროპორციული განაკვეთი იზრდება 5-დან 10 პროცენტამდე; ასევე, იგეგმება 2016 წლის 1 იანვრიდან  ვისკიზე, რომზე და ტაფიაზე, ჯინისა და ღვიის ნაყენზე აქციზის განაკვეთი 10 ლარიდან 15 ლარამდე, ხოლო  სხვა ალკოჰოლურ სასმელებზე და ეთილის სპირტზე (გარდა ყურძნის, ღვინის ან ჭაჭის დისტილაციით მიღებული სპირტის ნაყენებისა, ლიქიორებისა და ზოგიერთი სხვა დაბალ ალკოჰოლური სასმელისა), აქციზის განაკვეთი გაიზრდება –  10 ლარამდე.


ფინანსთა სამინისტროს ცნობით, კანონპროექტის მიღების მიზანია თამბაქოს კონტროლის ღონისძიებების გამკაცრება, ევროკავშირის კანონმდებლობასთან დაახლოება და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის განაკვეთის ოპტიმიზაცია.


მთავრობის სხდომაზე განხილვის შედეგ „საქართველოს საგადასახადო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ კანონპროექტი განსახილველად საქართველოს პარლამენტს გაეგზავნება.


თამბაქოსა და ალკოჰოლურ სასმელებზე აქციზის ფასმა წელს ერთხელ უკვე მოიმატა.

მასალების გადაბეჭდვის წესი