ახალი ამბები

საფრანგეთის პრემიერის თქმით, შესაძლოა ტერორისტებმა ქიმიური თავდასხმა განახორციელონ

19 ნოემბერი, 2015 • • 1123
საფრანგეთის პრემიერის თქმით, შესაძლოა ტერორისტებმა ქიმიური თავდასხმა განახორციელონ

ამავდროულად, ბრუსელის პოლიცია აგრძელებს რეიდებს ქალაქის ქუჩებში ტერორისტთა სავარაუდო საცხოვრებლების აღმოსაჩენად. პოლიციამ უკვე 6 საცხოვრებელი შეამოწმა.

 

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი