ახალი ამბები

პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

2 აგვისტო, 2024 •
პრეზიდენტმა 22 მსჯავრდებული შეიწყალა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 22 მსჯავრდებული შეიწყალა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, 14 მსჯავრდებული სრულად გათავისუფლდა პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალია. 7 მსჯავრდებულს სასჯელის ვადა შეუმცირდა.

შეწყალების აქტი ასევე შეეხო ერთ პირობით მსჯავრდებულს, რომელიც პირობითად ჩათვლილი თავისუფლების აღკვეთის შემდგომი მოხდისაგან სრულად გათავისუფლდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი