ახალი ამბები

პატრიოტთა ალიანსი შიმშილობის აქციას განაგრძობს და 21 ნოემბერს შეკრების ჩატარებას გეგმავს [ფოტო]

18 ნოემბერი, 2015 • 2001
პატრიოტთა ალიანსი შიმშილობის აქციას განაგრძობს და 21 ნოემბერს შეკრების ჩატარებას გეგმავს [ფოტო]

აქციის მონაწილეები ასევე აცხადებდნენ, რომ დამაკმაყოფილებელია იმ 4 მოშიმშილის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომლებიც გუშინ, 17 ნოემბერს შეუძლოდ გახდნენ და საავადმყოფოში გადაიყვანეს. ესენი არიან ემზარ კვიციანი, ადა მარშანია, ლალი ხუციშვილი და მანანა აბუსერიძე.

“გარკვეული დრო დასჭირდებათ, რომ ჯანმრთელობის რეაბილიტაცია მოახდინონ, რადგან მათ 10 დღე იშიმშილეს,”– განაცხადა პატრიოტთა ალიანსის პოლიტიკურმა მდივანმა ვაჟა ოთარაშვილმა ნეტგაზეთთან საუბრისას.

 

პარტიის ერთ–ერთი ლიდერი ირმა ინაშვილი დღეს, შუადღისას მოშიმშილეებთან არ იმყოფებოდა. კასპის პატრიოტთა ალიანსის ორგანიზაციის თავმჯდომარემ და საკრებულოს წევრმა, მოშიმშილე ილია კიტრიაშვილმა განაცხადა, რომ ინაშვილი დღის განმავლობაში მათთან ერთად იყო.

 

“ქალბატონი ირმა აქ იყო, ცოტა ხნის წინ წავიდა, ძალიან დასუსტებულია, გადასხმებით აძლიერებენ და აღონიერებენ,”–აღნიშნა მან. 

 

მოგვიანებით ირმა ინაშვილმა ნეტგაზეთს სატელეფონო საუბრისას უთხრა, რომ კვლავ აგრძელებს მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის აქციაში მონაწილეობის მიღებას, ვიდრე ფიზიკურად ამის შესაძლებლობა ექნება. მისივე თქმით, ამჟამად თბილისში, მთავრობის კანცელარიის წინ 54 ადამიანი შიმშილობს, რეგიონების ჩათვლით კი მოშიმშილეთა რაოდენობა 100–ს აჭარბებს. მან აღნიშნა, რომ რეგიონებში მოშიმშილეთაგან ყველაზე მეტი საგარეჯოშია. 

 

გარდა ამისა, დღეს პეტრიოტთა ალიანსის წევრებმა შაბათს გასამართი აქციაც დააანონსეს. ირმა ინაშვილის თქმით, ამ შეკრებაზე სპეციალურ განცხადებას გაავრცელებენ, როემლიც სამომავლო გეგმებს შეეხება. 

 

ინაშვილი  შიმშილობის მთავარ მიზეზსაც განმარტავს:

 

“შიმშილობა არ არის კავშირში თინათინ ხიდაშელის და აგულაშვილის პერსონასთან, დიდი პატივი იქნება მათთვის, 100–ზე მეტმა კაცმა რომ იშიმშილოს. ეს არის მოთხოვნების ერთ–ერთი კომპონენტი, თვითონ მოშიმშილეები პროტესტის ამ უკიდურეს ფორმას მიმართავენ საარჩევნო გარემოს შეცვლის მიზნით. თორემ თინა ხიდაშელს და აგულაშვილს ჩვენ შიმშილობის გარეშეც მოვერევით. შიმშილობა გამოცხადებულია იმის გამო, რომ ხელისუფლება არ აპირებს შეცვალოს საარჩევნო გარემო 2016 წლისთვის და ამაში კიდევ ერთხელ დავრწმუნდით ამ 11 დღის მანძილზე,”– განაცხადა ირმა ინაშვილმა ნეტგაზეთთან სატელეფონო საუბრისას.

 

შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015
შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015


მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობის აქციის დაწყება პატრიოტთა ალიანსის 8 ნოემბრის აქციაზე დაანონსდა. შიმშილობა 31 ოქტომბერს გამართულ პარლამენტის შუალედურ არჩევნებს უკავშირდება. საგარეჯოში კოალიცია ქართული ოცნების კანდიდატი თამარ ხიდაშელი იყო, პატრიოტთა ალიანსის კი – ირმა ინაშვილი. ცესკოს მონაცემებით, ხიდაშელმა 7 540 ხმა მიიღო, ინაშვილმა კი  – 6 981. ინაშვილის მხარდამჭერები მინისტრებს, თინა ხიდაშელსა და გიგლა აგულაშვილს ამ არჩევნების გამყალბებლებად ასახელებენ და ამბობენ. 


8 ნოემბრის ღამეს მთავრობის კანცელარიასთან შიმშილობა 5–მა ადამიანმა დაიწყო, თუმცა, მოგვიანებით მათი რაოდენობა გაიზარდა.


შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015
შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015

შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015
შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015

შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015
შიმშილობის აქცია მთავრობის კანცელარიასთან მინისტრების გადადგომისა და საარჩევნო გარემოს შეცვლის მოთხოვნით. 18.11.2015

მასალების გადაბეჭდვის წესი