ახალი ამბები

მორაგბე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა [ფოტო/ვიდეო]

18 ნოემბერი, 2015 • 2341
მორაგბე ჯონა ლომუ 40 წლის ასაკში გარდაიცვალა [ფოტო/ვიდეო]

ჯონა ლომუს დაღუპვის ოფიციალური მიზეზი ჯერჯერობით არ სახელდება, თუმცა ცნობილია, რომ მას თირკმნლის უკმარისობა ჰქონდა.

ლეგენდარული მორაგბე ინგლისში გამართული მსოფლიო თასის შემდეგ დუბაიში ისვენებდა. ახალ ზელანდიაში სამშაბათს დაბრუნდა. ინგლისში ჩატარებულ მსოფლიო თასზე ლომუმ სხვადასხვა კომპანიის სარეკლამო ღონისძიებებში მიიღო მონაწილოეობა.

ლომუ ახალ ზელანდიაში ქალაქ აუჩქლენდში 1975 წელს დაიბადა. მისი სანაკრებო დებიუტი, 1994 წელს, 19 წლის ასაკში შედგა. ლომუმ ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრებში ასაკობრივი რეკორდის გარდა, გააუმჯობესა რამოდენიმე მსოფლიო შედეგიც. მან 2 მსოფლიო თასზე ითამაშა: 1995 და 1999 წლებში.

ჯონა ლომუმ პირველ მსოფლიო თასზე, სამხრეთ აფრიკის გარდა, ყველა ნაკრებს დაუდო ლელო. 1999 წელს გამართულ მსოფლიო თასზე მან რაგბის მოყვარულებს ახალი მსოფლიო რეკორდი შესთავაზა. მსოფლიო თასის განმავლობაში ლეგენდარულმა სპორტსმენმა 15 ლელო დადო, რაც დღემდე განუმეორებელი შედეგია.

ჯონა ლომუ ახალი ზელანდიის მორაგბეთა ნაკრების რიგებში. ამ დროს ის ჯერ კიდევ All Black-ის გარემარბი იყო. ლომუ თანაგუნდელებს მითითებებს აძლევს მსოფლიო თასის პირველ რაუნდში იტალიის წინააღმდეგ მაკალპინის სტადიონზე. 14.10.1999 © EPA/GERRY PENNY

ლომუ All Black-ის მოთამაშეებთან ერთად ემზადება ავსტრალიასთან მატჩისთვის. სიდნეი, ავსტრალია. 01.09.2001 © EPA/DEAN LEWINS AUSTRALIA AND NEW ZEALAND OUT

ჯონა ლომუ თანამეგობრობის თასის მატჩზე. კუალა ლამპარა, მალაიზია. კუალა-ლუმპური, მალაიზია. 14.09.1998 © EPA/DARREN MCNAMARA AUSTRALIA AND NEW ZEALAND OUT

ფოტო გადაღებულია 2002 წლის 14 აპრილს. ჯონა ლომუ ემზადება თამაშს თანაგუნდელებთან ერთად სიდნეი, ავსტრალი. EPA/STEVE CUFF AUSTRALIA AND NEW ZEALAND OUT  EDITORIAL USE ONLY

ჯონა ლომუს საკლუბო მატჩი. კანბა EPA/SANDRA TEDDY AUSTRALIA AND NEW ZEALAND OUT  EDITORIAL USE ONLY

მასალების გადაბეჭდვის წესი