ახალი ამბები

სარეკლამო კლიპი ISIS-ის მოტივებზე – ტერორიზმის მხარდაჭერა თუ გამოხატვის თავისუფლება?

17 ნოემბერი, 2015 • 1823
სარეკლამო კლიპი ISIS-ის მოტივებზე – ტერორიზმის მხარდაჭერა თუ გამოხატვის თავისუფლება?

საიას იურისტმა ლევან ვეფხვაძემ “ნეტგაზეთს” განუმარტა, რომ მოცემულ ვიდეოში ცალსახად არ იკვეთება ტერორიზმის მხარდაჭერა, თუმცა შესაძლოა ეს მაინც გახდეს გამოძიების საგანი.


მისი თქმით, სისხლის სამართლის კოდექსის 3301 მუხლში საუბარია ტერორისტული ორგანიზაციისთვის საჯაროდ მხარდაჭერაზე, რაც შეიძლება გამოხატული იყოს საჯაროდ ზეპირი მხარდაჭერით, წერილობით ან სხვაგვარი ფორმით. ლევან ვეფხვაძე ამბობს, რომ აქ არ მოიაზრება ტექნიკური მხარდაჭერა. ამიტომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, გვაქვს თუ არა დანაშAულთან საქმე.


“ცალსახად ვიდეოდან არ იკვეთება, რომ რაიმე რეალური საფრთხეა ტერორიზმის, მაგრამ საჯაროდ მოწოდება ან მხარდაჭერა ტერორისტული ორგანიზაციის, ISIS–ის, რომელიც იციან საზოგადოების ფართო მასებმა, რომ წარმოადგენს ტერორისტულ ორგანიზაციას, გამოძიებას შეიძლება ექვემდებარებოდეს იმიტომ, რომ გამოძიებამ უნდა დაადგინოს, რა მიზანს ემსახურებოდა ეს. შეიძლება ცალსახად მიზანი არ ჩანს, შეიძლება შენიღბულია, შეიძლება ირიბად არის გადმოცემული, ამიტომ ობიექტური გამოძიების შედეგად უნდა დადგინდეს, გვაქვს თუ არა დანაშაულთან საქმე,”– განაცხადა იურისტმა ნეტგაზეთთან საუბარში.


ნეტგაზეთმა უკვე ჰკითხა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის პრესცენტრს, აპირებს თუ არა რაიმე სახის რეაგირებას ამ ვიდეოზე, თუმცა მათ ჯერ არ უპასუხიათ. 

 

კომპანიის წარმომადგენელმა გოგა თირქიამ კი ნეტგაზეთთან საუბრისას განაცხადა, რომ ვიდეო არ იყო პოლიტიკური დატვირთვის მატარებელი და სრულად ჯდებოდა გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს იყო მარტივი შინაარსის სახუმარო კლიპი და არ ჰქონია არავითარი სხვა მესიჯი.

 

“აღნიშნული ვიდეო არის სრულიად ხუმრობით გადაღებული, ჩვენ არ ვართ ჩრდილოეთ კორეა და გვაქვს ხუმრობის უფლება,” – განაცხადა მან.

 

გარდა ამისა, ფეისბუკზე ვიდეოკლიპის შინაარსთან დაკავშირებით განმარტება გაკეთდა კომპანიის სახელითაც: 

 

“ამ მძიმე წუთებში სწორედ ამიტომ გადავიღეთ მხიარული ვიდეო, რომ ასეთი ჟესტით, ჩვენი პროტესტის დაფიქსირებასთან ერთად გავამხნევეთ საზოგადოება, რომელნიც ბოლო დღეებში შეშფოთებულნი არიან, როგორც ამ არაადამიანური ტრაგედიისა და საქციელის მომსწრე და მნახველნი!”– წერია განცხადებაში.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, ხომ არ აპირებენ ამ ვიდეოს წაშლას, iPhone Plus–ის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ეს საკითხი არ დგას.

 

თუმცა, მოგვიანებით, კომპანიის ფეისბუკის გვერდიდან წაიშალა როგორც საპასუხო განცხადება, ასევე ვიდეოც.

 

კადრი iPhone Plus–ის ვიდეოდან
კადრი iPhone Plus–ის ვიდეოდან

 

“ზოგადად, არაფერია გამორიცხული, თუმცა ამ ეტაპზე არ დგას ეს საკითხი, რომ ეს უნდა წაიშალოს, იმიტომ, რომ ვიღაცებს შეურაცხყოფას აყენებს. ეს არის მარტივი დადგმული პერფორმანსი და არ აქვს არანაირი პოლიტიკური მესიჯი. შესაბამისად, ჯდება გამოხატვის თავისუფლებაში,”– განაცხადა გოგა თირქიამ. 

 

მანვე განაცხადა, რომ კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებულ მასალებზე პასუხისმგებლობას თავად კომპანია იღებს.


მიუხედავად განმარტებებისა, ამავე კომპანიის ფეისბუკის გვერდზე გამოქვეყნებული ვიდეოს კომენტარებში ადამიანები თავიანთ უარყოფით პოზიციას გამოხატავენ. 

 

თქვენი აზრით, ეს სახუმარო, ან ყურადღების მისაქცევად გამოსაყენებელი თემაა? ასე როგორ შეიძლება? ზღვარსგადასული თავხედობა დ…

Posted by Gocha Kimutsadze on Tuesday, November 17, 2015

 

მიეწიეთ სტივ ჯობს!

Posted by Nika Kavtaradze on Tuesday, November 17, 2015

 

სიტყვები არმყოფნის ადამიანების უგნურების სიღრმის შესაფასებლად…

Posted by Nestan Zurabishvili on Tuesday, November 17, 2015

 

 

გარდა ამისა,  შეიქმნა მანიფესტიც, სადაც კომპანიისგან ბოდიშის მოხდას ითხოვენ, რადგან ვიდეოში კონკურენტი კომპანიებიც არის მოხსენიებული. iphone Plus–ის ვიდეოს სუბტიტრებში აღნიშნულია, რომ iphone+ იანვრიდან apple–ის ოფიციალური პარტნიორი ხდება და ამიტომ “iPhone+ კონკურენტებს ემუქრება ძლიერი კონკურენციით და მოუწოდებს მომხმარებლის ინტერესების დაცვისკენ”.

 

“iPlus/iPhone+-მა აუცილებლად უნდა აგოს პასუხი მათ უგუნურ ქმედებაზე და მოიხადოს ბოდიში სრულიად საქართველოს წინაშე, ერის იმიჯის შელახვისა და მათი კონკურენტების წინაშე, ვიდეოში მათი ხსენების გამო!”– აღნიშნულია მანიფესტში, რომლის შემქმნელადაც Shako Demetrashvili არის მითითებული. 

 

apple-ს პროდუქციის კიდევ ერთ ქართულ მაღაზიაში iTechnic Store Apple Tbilisi ნეტგაზეთს დაუდასტურეს, რომ შაკო დემეტრაშვილი მათი თანამშრომელია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი