“ამ მძიმე წუთებში თანადგომას ვუცხადებ ფრანგ ხალხს და საფრანგეთის სახელმწიფოს. ფრანგ მოკავშირეებთან ჩვენი განსაკუთრებული ურთიერთობა მაშინაც გამოჩნდა, როცა ევროკავშირის ფარგლებში ქართველი მებრძოლები ფრანგ მებრძოლებთან ერთად დადგნენ აფრიკის ცენტრალურ რესპუბლიკაში და შეასრულეს მნიშვნელოვანი მისია. ამ რეალობაში ნათლად უნდა დავინახოთ, როგორი გამოწვევის წინაშე დგას დღეს კაცობრიობა.
“ისლამური სახელმწიფო” არის ერთი დიდი ტყუილი, რადგან არც სახელმწიფოსთან აქვს არანაირი კავშირი და არც ისლამთან, ეს არის ტერორისტული წარმონაქმნი, რომელიც ისევე დასრულდება, როგორც ასრულებენ ტერორისტები.“– აღნიშნა საქართველოს პრეზიდენტმა.
13 ნოემბერს ღამით პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად 129 ადამიანი დაიღუპა.

