ახალი ამბები

შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე გავასაჯაროებთ

17 ნოემბერი, 2015 •
შოთაძე: ეროსი კიწმარიშვილის საქმეზე გამოძიების შედეგებს ახალ წლამდე გავასაჯაროებთ

ირაკლი შოთაძემ ასევე აღნიშნა, რომ ამ საქმის გამოძიების მასალები სრულად აქვს გადაცემული ეროსი კიწმარიშვილის ოჯახს. ასევე, ოჯახის მიერ წარმოდგენილი დამოუკიდებელი ექსპერტები გამოძიების საწყის ეტაპზევე ჩართული იყვენენ გამოძების მიმდინარეობაში

 

“შესაბამისად, აქ პროკურატურას დასამალი არაფერი არ აქვს. ოჯახი სრულად არის ინფორმირებული. ჩვენ ვატარებთ ოჯახის თხოვნით გარკვეულ საგამოძებო მოქმედებებს და როცა ამ მოქმედებებს ამოვწურავთ და ეს, მე ვფიქრობ, იქნება უახლოეს მომავალში, გავასაჯაროებთ საქმის მასალებს და გამოძიების შედეგებს,”– განაცხადა ირაკლი შოთაძემ მაესტროს ეთერში.  
 

 

ირაკლი შოთაძის განცხადებით, ეს გამოძიება ახალ წლამდე აუცილებლად დასრულდება.

 

რაც შეეხება ბესიკ ხარძიანის საქმეს, შოთაძემ განაცხადა, რომ ამ საქმეზეც ძალიან დიდი მასალა არის მოპოვებული და გარკვეულია ბევრი დეტალი მომხდარი მკვლელობის ირგვლივ. შოთაძის განცხადებით, ისინი ამ საქმეზეც დეტალურ ინფორმაციას მიაწოდებენ საზოგადოებას. 


ეროსი კიწმარიშვილი 2014 წლის 15 ივლისს თბილისში, ყიფშიძის ქუჩაზე მანქანაში ცეცხლსასროლი იარაღისგან მიყენებული ჭრილობით იპოვეს გარდაცვლილი


ბიზნესმენ ბესიკ ხარძიანს კი 2015 წლის 23 მარტს თბილისში, საკუთარ სადარბაზოსთან ესროლეს. მიყენებული ჭრილობების შედეგად ხარძიანი გარდაიცვალა. 


ამ საქმეებთან დაკავშირებით გამოძიებას დეტალები ჯერ არ გაუსაჯაროებია. 

მასალების გადაბეჭდვის წესი