ახალი ამბები

იზორია: დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც საქართველოდან სირიაში წასვლას ცდილობდა

17 ნოემბერი, 2015 •
იზორია: დაკავებულია აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც საქართველოდან სირიაში წასვლას ცდილობდა

“გუშინ ჩვენი ინფორმაციის მიწოდების საფუძველზე, ქალაქ ბელქანში, აზერბაიჯანში, დაკავებული იქნა აზერბაიჯანის მოქალაქე, რომელიც ცდილობდა უკანონოდ საქართველოს საზღვრის გადმოკვეთას, რათა შემდეგ წასულიყო სირიაში და ებრძოლა ე.წ. ისლამური სახელმწიფოს რიგებში. გუშინ აზერბაიჯანულმა მხარემ მოახდინა მყისიერი რეაგირება და ეს პიროვნება დაკავებულ იქნა. ათეულობით ადამიანის შემოსვლა იქნა აღკვეთილი, საზღვარგარეთის მოქალაქეებზეა საუბარი, მათ შორის აფრიკული ქვეყნებიდან, არაბული ქვეყნებიდან, რომლებიც ტრანზიტულად ცდილობდნენ გადასვლას საქართველოდან თურქეთში და თურქეთიდან შემდეგ სირიაში. ჩვენ ამ შემთხვევაში ვხელმძღანელობთ სიით და ასეთი არის ათასზე მეტი ადამიანი, რომელსაც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვაწვდიან, მათ შორის საუბარია არა მხოლოდ აქტიურ ტერორისტებზე, არამედ პოტენციურ ტერორისტებზეც. მარტო სომალიდან 30–ს აჭარბებს, ჯამში, ასეთი ადამიანების რიცხვი,”– განაცხადა ლევან იზორიამ “მაესტროს” ეთერით. 

 

ივნისში შინაგან საქმეთა სამინისტრომ დააკავა 4 პირი, მათ შორის აიუფ ბოჩაშვილი, რომლებიც, მათივე განცხადებით, საქართველოში “ისლამური სახელმწიფოს” სასარგებლოდ მოქმედებდნენ. შსს–ს განცხადებით, ბორჩაშვილი ტერორისტულ ორგანიზაციაში გაწევრიანების მიზნით მოქალაქეების გადაბირებას ახდენდა და შემდგომში საომარ მოქმედებებში მონაწილეობის მისაღებად მათ სირიაში გამგზავრებას უზრუნველყოფდა.

 

სირიაში ამ დროისთვის საქართველოს ათამდე მოქალაქეა დაღუპული, ხოლო სხვადასხვა წყაროების ცნობით, სირიაში ISIS-ის რიგებში საქართველოს რამდენიმე ათეული მოქალაქე იბრძვის.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი