ახალი ამბები

Anonymous ჰაკერებმა ISIS-ს ვიდეომიმართვით ომი გამოუცხადეს

16 ნოემბერი, 2015 • 1054
Anonymous ჰაკერებმა ISIS-ს ვიდეომიმართვით ომი გამოუცხადეს

ვიდეომიმართვა Anonymous Chambery-ს YouTube-ის არხზე გავრცელდა. ვიდეოში ფრანგულ ენაზე ნიღბიანი ადამიანი “ისლამური სახელმწიფოს” ბოევიკებს აფრთხილებს იმ შესაძლო შედეგების შესახებ, რომელთაც ისინი უახლოეს მომავალში უნდა ელოდნენ. მიმართვაში ნათქვამია, რომ ფრანგი ხალხი მათზე ძლიერია და ამ შემთხვევის შემდეგ კიდევ უფრო გაძლიერდება.

 

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

 

 


მასალების გადაბეჭდვის წესი