ახალი ამბები

თბილისში ”მაჭახელას” ფეხბურთელი მოკლეს

16 ნოემბერი, 2015 • 1350
თბილისში ”მაჭახელას” ფეხბურთელი მოკლეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, მკვლელი უკვე დაკავებულია. უწყებისვე ინფორმაციით, ბრალდებული ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ურთიერთშელაპარაკებისას დანით გულმკერდის არეში მრავლობითი ჭრილობა მიაყენა ფერცელიძეს, რომელიც საავადმყოფოში მიყვანისთანავე გარდაიცვალა.

 

„მაჭახელას“ ფანკლუბის ინფორმაციის თანახმად, თენგო ფერცელიძე დაბადების დღეზე იმყოფებოდა.

 

„სიკვდილამდე ერთი დღით ადრე ჩვენი გუნდის მაისურით, სამწუხაროდ, ბოლო მატჩი ჩაატარა და გატანილი გოლით დაგვამახსოვრა თავი. კარგი დამოკიდებულება ჰქონდა ფანებთან და გუნდის წევრებთან. 20 წლის დამწყები ფეხბურთელი იყო, მთელი კარიერა წინ ჰქონდა“ – უთხრეს „ბათუმელებს“ ფანკლუბში.

 

თენგო ფერცელიძე კლუბ „გაგრაში“ თამაშობდა, „მაჭახელაში“ კი წელს გადავიდა.

 

მისი მკლელობის გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით – განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას შვიდიდან 15 წლამდე.

თენგო ფერცელიძე

 

მასალების გადაბეჭდვის წესი