ნეტგაზეთი | საფრანგეთის ავიაგამანადგურებლებმა ISIS-ის პოზიციები დაბომბეს საფრანგეთის ავიაგამანადგურებლებმა ISIS-ის პოზიციები დაბომბეს – Netgazeti

საფრანგეთის ავიაგამანადგურებლებმა ISIS-ის პოზიციები დაბომბეს

საფრანგეთის თავდაცვის უწყების განცხადებით, საფრანგეთის სამხედრო ძალებმა 20 ავიადარტყმა განახორციელა სირიის ქალაქ რაქაში “ისლამური სახელმწიფოს” ექსტრემისტული დაჯგუფების ბოევიკების პოზიციებზე. 

უწყების ცნობით, ავიათავდასხმაში მონაწილეობა მიიღო ათმა სამხედრო თვითმფრინავმა – დარტყმები ჯიჰადისტების პუნქტზე, ბოევიკების გადაბირების ცენტრზე, იარაღისა და საბრძოლო მასალების საცავზე, ასევე ისლამური სახელმწიფოს ბოევიკების სასწავლო ბანაკზე განხორციელდა.

 

საფრანგეთის დედაქალაქში 13 ნოემბერს მომხდარი ტერაქტების შედეგად, ბოლო ოფიციალური ინფორმაციით, 129 ადამიანი დაიღუპა და 350 დაშავდა. თავდასხმები პარიზში, საკონცერტო დარბაზში, ასევე, დიდი სტადიონისა და რესტორნებისა და ბარების ახლოს მოხდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე ექსტრემისტულმა დაჯგუფებამ “ისლამურმა სახელმწიფომ” აიღო. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნინო კახიშვილი