ახალი ამბები

“თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” – აქცია საფრანგეთის მხარდასაჭერად [ფოტო]

14 ნოემბერი, 2015 • • 2133
“თავისუფლება, თანასწორობა, ძმობა” – აქცია საფრანგეთის მხარდასაჭერად [ფოტო]

აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, გრიგოლ გეგელიას თქმით, მნიშვნელოვანია მსგავსი აქციით მხარდაჭერის გამოხატვა. საზოგადოება ვალდებულია ამჟამად, საერთო იდეის გარშემო  გაერთიანდეს.

“პოლიტიკური თავისუფლება და სამართლიანობა – ეს არის ის იდეალები, რომლებიც ყველა ჩვენგანმა უნდა დაიცვას. მიხარია, რომ ასე სპონტანურად ორგანიზებულ აქციაზე ამდენი ადამიანი ვდგავართ. ეს ადასტურებს, რომ ქართველ ადამიანებს ადარდებთ თანასწორობა, ძმობა, თავისუფლება. ეს იდეალები საფრანგეთმა აჩუქა მსოფლიოს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყველამ გაიზაროს რა პრობლემის წინაშე ვდგავართ – რელიგიური ფუნდამენტალიზმი არ არის მხოლოდ საფრანგეთის პრობლემა,”- ამბობს გეგელია.

აქციაზე ანთებული სანთლებითა და ყვავილებით მონაწილეებმა პატივი მიაგეს ტერაქტების დროს გარდაცვლილთა ხსოვნას. როგორ ისინი აცხადებენ, აქცია მიზანი არ ყოფილა ვინმეს მისამართით პროტესტი გამოხატვა.

“ჩვენ მივეკუთვნებით იმ დასავლურ ცივილიზაციას, რომლისთვის მნიშვნელოვანია ადამიანი, მისი თავისუფლება და ეს ბრძოლა, რომელიც კაციჭამიებმა გამოგვიცხადეს უნდა მოვიგოთ. სიძულვილი, მნიშვნელობა არ აქვს რით იქნება მოტივირებული, არ ამართლებს ძალადობას. აქცია არ არის პროტესტი, რომელიმე რელიგიური ჯგუფის წინააღმდეგ, ეს არის პროტესტი იმ მახინჯი ფორმების წინააღმდეგ რომელიც ქადაგებს სიკვდილს,” – ამბობს აქციის ერთ-ერთი მონაწილე, ტელეკომპანია ტაბულას ჟურნალისტი ლევან სუთიძე.

თბილისში საფრანგეთისადმი სოლიდარობის აქცია გაიმართა. 14.11.15 ფოტო: გუკი გიუნაშვილი

13 ნოემბერს ღამით პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, ბოლო მონაცემებით,  გარდაცვლილთა რაოდენობა 128-მდე გაიზარდა, 99 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თუმცა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი