ახალი ამბები

ოლიმპიადის გახსნამდე საფრანგეთის რკინიგზას შეუტიეს — შეჩერებულია რეისები

26 ივლისი, 2024 •
ოლიმპიადის გახსნამდე საფრანგეთის რკინიგზას შეუტიეს — შეჩერებულია რეისები

საფრანგეთის მაღალსიჩქარიან სარკინიგზო ქსელზე წინასწარ განზრახული შეტევაა, რამაც სისტემის მნიშვნელოვანი შეფერხება გამოიწვია პარიზის ოლიმპიადის გახსნამდე რამდენიმე საათით ადრე. ინფორმაციას ამის შესახებ სარკინიგზო კომპანია SNCF ავრცელებს.

BBC-ის ცნობით, შეფერხების შედეგად შეჩერებულია არაერთი რეისი, რამაც გამოიწვია რიგები სარკინიგზო სადგურებში. საფრანგეთის ტრანსპორტის მინისტრმა ისაუბრა „კრიმინალურ ქმედებებზე“, რამაც ადამიანთა შვებულებისა და დასვენების გეგმებს პრობლემები შეუქმნა.

SNCF-ის ინფორმაციით, სარკინიგზო ინფრასტრუქტურაზე მიზანმიმართულად გააჩინეს ცეცხლი, რამაც დაზიანება გამოიწვია.

უფრო მეტი დეტალი მომხდარის შესახებ, ამ ეტაპზე უცნობია.

მასალების გადაბეჭდვის წესი