ახალი ამბები

ფრანსუა ოლანდი ტერაქტების მოწყობაში ISIS-ს ადანაშაულებს

14 ნოემბერი, 2015 • 1251
ფრანსუა ოლანდი ტერაქტების მოწყობაში ISIS-ს ადანაშაულებს

ფრანსუა ორლანდის განცხადებით, თავდამსხმელთა მობილიზაცია, კოორდინირება და დახმარება საფრანგეთის შიგნითვე მოხდა გარე ძალების მიერ. პრეზიდენტი ტერაქტებს მხდალ საქციელსა და “საომარი მოქმედებას” უწოდებს და პირობას დებს, რომ ამჟამად “დაჭრილი საფრანგეთი კვლავ აღდგება”.

 

13 ნოემბერს ღამით პარიზში, ექვს სხვადასხვა ადგილას ერთდროულად მომხდარი აფეთქებებისა და შეიარაღებული თავდასხმების შედეგად, ბოლო მონაცემებით,  გარდაცვლილთა რაოდენობა 128-მდე გაიზარდა, 99 ადამიანი კი კრიტიკულ მდგომარეობაშია. თუმცა რიცხვი შესაძლოა კიდევ გაიზარდოს. საფრანგეთის პრეზიდენტმა, ფრანსუა ოლანდმა ქვეყანაში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მისი ბრძანებით, საფრანგეთის სახმელეთო საზღვარი ჩაიკეტა.

მასალების გადაბეჭდვის წესი

საქართველოში აპირებდნენ კანონის მიღებას „უცხოური გავლენის აგენტების“ შესახებ. მსგავსმა კანონმა პუტინის რუსეთში ფაქტობრივად გააქრო კრიტიკული მედია და სამოქალაქო სექტორი.

ამ კანონის მიზანი იყო საქართველოში მოქმედი იმ მედია ორგანიზაციების “გაშავება”, რომლებიც აკრიტიკებენ ხელისუფლებას.