ახალი ამბები

გიორგი მარგველაშვილის სამძიმარი ფრანგ ხალხს

14 ნოემბერი, 2015 • • 1283
გიორგი მარგველაშვილის სამძიმარი ფრანგ ხალხს

“თქვენო აღმატებულებავ, მთელი საქართველო შესძრა საფრანგეთში მომხდარმა საზარელმა ტერორისტულმა აქტებმა, რომლებსაც ადამიანთა მსხვერპლი მოჰყვა. ეს არის მთელი ცივილიზებული სამყაროსა და კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, რომელთან ბრძოლაშიც ყველა უნდა გავერთიანდეთ. ბატონო პრეზიდენტო, ქართველი ხალხი და მე ვიზიარებთ ფრანგი ხალხის ამ უდიდეს ტკივილს. ჩვენ ვდგავართ თქვენს გვერდით და მტკიცე თანადგომას გიცხადებთ ტერორიზმის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევაში. გთხოვთ ჩემი სამძიმარი გადასცეთ დაღუპულთა ოჯახებს, დაშავებულებს კი სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებ”, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის სამძიმრის წერილში.

 

საფრანგეთის დედაქალაქის რამდენიმე რაიონში მომხდარი აფეთქებების შედეგად ბოლო მონაცემებით 120 ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 200-ზე მეტი დაიჭრა. პრეზიდენტის ბრძანებით, ქვეყანაში საგანგებო ვითარება გამოცხადდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი