ახალი ამბები

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

15 ივლისი, 2024 •
უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი მეომარი ზურაბ იაშვილი დაიღუპა.

ინფორმაციას ადასტურებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

უკრაინაში მებრძოლი ვანო ნადირაძის ცნობით, ზურაბ იაშვილი გარდაიცვალა ლვოვის სამხედრო ჰოსპიტალში, სადაც დაჭრის შემდეგ მკურნალობდნენ.

2022 წელს უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრიდან  60-ზე მეტი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.

მასალების გადაბეჭდვის წესი