„დღეს 12 ავტომანქანა დაუბრუნდება 3 კერძო პირს, რომლებსაც 2010 წელს მაშინდელმა ხელისუფლებამ იძულებით გადააცემინა ეს მანქანები. ამ მეტად რთულ საქმეს ეტაპობრივად ვაგვარებთ,“ – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის დაწყების წინ.
ღარიბაშვილის განმარტებით, მთავრობა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რაც შეიძლება მეტმა მოქალაქემ დაიბრუნოს სახელმწიფოსგან უსამართლოდ მიტაცებული ქონება.