ახალი ამბები

ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, პრემიერი კირ სტარმერი იქნება

5 ივლისი, 2024 •
ბრიტანეთის არჩევნებში ლეიბორისტებმა გაიმარჯვეს, პრემიერი კირ სტარმერი იქნება

გაერთიანებულ სამეფოში ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში „ლეიბორისტებმა“ გაიმარჯვეს, ახალი პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი იქნება.

ასევე, პირველად კარიერაში დეპუტატი ხდება  „UK რეფორმის“ ლიდერი ნაიჯელ ფარაჯი.

თემთა პალატაში 650 ადგილია, შესაბამისად, უმრავლესობის მოსაპოვებლად პარტიას 326 ადგილის მოპოვება სჭირდება.

წინასწარი მონაცემებით, მანდატები შემდეგნაირად ნაწილდება:

  • ლეიბორისტული პარტია — 410
  • კონსერვატიული პარტია — 119
  • ლიბერალ-დემოკრატები — 71
  • შოტლანდიის ნაციონალური პარტია — 9
  • Sinn Fein (ირლანდიის რესპუბლიკური პარტია) — 7
  • Independent – 6,
  • დემოკრატიული იუნიონისტური პარტია — 5
  • Reform UK — 4
  • მწვანეები — 4
  • Plaid Cymru (უელსის მემარცხენე ნაციონალისტური პარტია) — 4

პრემიერ-მინისტრმა რიში სუნაკმა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები მაისში დანიშნა. როგორც მედიაში იწერება, ამის ერთ-ერთი მიზეზი ისაა, რომ კონსერვატორებს სურდათ ეკონომიკაში არსებული პოზიტიური ვითარებით ესარგებლათ.

თუმცა მმართველობის 14 წლისთავზე „კონსერვატორიულმა პარტიამ“ თავის ისტორიაში ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი