საქართველოს ეროვნული ნაკრების ცენტრალური ნახევარმცველი, გიორგი ქოჩორაშვილი EURO 2024-ზე საქართველო-ესპანეთის მატჩს აფასებს. ქოჩორაშვილი ამბობს, რომ წაგების მიუხედავად, გუნდმა უნდა გააგრძელოს გაძლიერება მომავალი ტურნირებისთვის.
“ვიცით, რამხელა ტურნირზეც ვთამაშობთ. აქამდე მოვედით იმ შრომით, იმ თავდადებით, იმ ტალანტით, რაც ჩვენ გვაქვს. პირველ ტაიმში შევეცადეთ, რომ ჩვენი თამაში გვეთამაშა – დაცვითი ფეხბურთი და შემდეგ, ტალანტის საშუალებით წინ გადასვლა, რაც მოვახერხეთ. მაგრამ ძალიან ცუდი რამ მოხდა, როდესაც ჩვენი შუა ნახევარმცველი [ოთარ კიტეიშვილი] დაიმტვრა და ყველაფერი თითქოს შეიცვალა. [სანდრო] ალთუნაშვილიც კარგად გამოვიდა, მაგრამ მაინც დაგვაკლდა [კიტეიშვილი]. [ანზორ] მექვაბიშვილიც დისკვალიფიცირებული იყო.
შევეცადეთ, რომ მე-2 ტაიმშიც გაგვეგრძელებინა იგივე, მაგრამ ძალიან დიდი ფეხბურთელები ჰყავთ, ძალიან მაღალი დონის გუნდია. ჩვენ უნდა გავაგრძელოთ წინსვლა და გაძლიერება. მეტი არ დარჩენილა არაფერი, იმიტომ, რომ ჩვენი პატარები გვიყურებენ და იმ თვალებით, რითაც გვიყურებენ, აუცილებლად წინ წავალთ.
საქართველო ევროპის ჩემპიონატს გამოეთიშა. ეროვნული ნაკრები 30 ივნისს გამართულ მერვედფინალურ რაუნდში ესპანეთთან დამარცხდა ანგარიშით 1:4.
ამავე თემაზე:







