სოზარ სუბარმა სტუმრებს ის პროგრამები გააცნო, რომლებსაც სამინისტრო დევნილთა გრძელვადიანი განსახლების მიზნით ახორციელებს.
სოზარ სუბარმა ასევე ისაუბრა, დევნილების განსახლების პარალელურად, მათი ინტეგრაციის მნიშვნელობაზე. მინისტრის განცხადებით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, დევნილთა 60% ინტეგრირებულია და ამ მიმართულებით მუშაობა აქტიურად გაგრძელდება.
მინისტრმა სოზარ სუბარმა სადამკვირვებლო მისიის წევრებს წლების განმავლობაში საქართველოსათვის გაწეული დახმარებისათვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა და მომავალში მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
შეხვედრის დასასრულს, სადამკვირვებლო მისიის წევრებმა დადებითად შეაფასეს სამინისტროს მიერ გაწეული სამუშაოები და ამომწურავი ინფორმაციის მიწოდებისათვის მინისტრს მადლობა გადაუხადეს.