შსს-ის ინფორმაციით, იორმუღანლოში მდებარე 42–ე საარჩევნო უბანთან მომხდარი დაპირისპირების გამო გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით დაიწყო, რაც ცემას გულისხმობს.
”დაპირისპირებაში მონაწილე ყველა პირი დაიკითხება ორივე მხრიდან, ვინც კონკრეტულად მონაწილეობდა ინციდენტში. ვინაობას ნამდვილად ვერ გეტყვით, ვინ იკითხება და ვინ დაიკითხება. გამოძიება ვისაც ჩათვლის საჭიროდ, ისინი დაიკითხებიან. შსს-ს პრესამსახური უარყოფს, რომ ამ დაპირისპირებაში პოლიციელებმა მიიღეს მონაწილეობა და გადაამეტეს უფლებამოსილებას. უკვე ჩატარებულია ექსპერტიზები და ყველა სხვა პროცედურებიც ჩატარდება. სულ ეს ერთი ინციდენტი იყო იორმუღანლონში,” – განუცხადეს ნეტგაზეთს შსს-ში.
ინციდენტს იორმუღანლოს #42 საარჩევნო უბანზე მოხდა. პატრიოტთა ალიანსის წევრი, თარხან გასვიანი აცხადებს, რომ თამარ ხიდაშელის ქმარი და პოლიციელები ფიზიკურად გაუსწორდნენ. ინციდენტში მონაწილეობას ადასტურებს დეპუტატობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის ქმარი ბესო აბაშიძეც. მისი თქმით, თარხან გასვიანი საარჩევნო უბნის წინ ეწეოდა უკანონო აგიტაციას, რის გამოც მას დეპუტატობის კანდიდატ თამარ ხიდაშელის წარმომადგენლებმა მოუწოდეს, რომ დაეტოვებინა ტერიტორია, რადგან იქ აგიტაციის უფლება არ ჰქონდა, რის შემდეგაც დაიწყო დაპირისპირება.