ახალი ამბები

ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა

20 ივნისი, 2024 •
ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმდა

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის, ჟოზეფ ბორელის ინფორმაციით, ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე შეთანხმებას მიაღწია.

როგორც ბორელი “ტვიტერის” საკუთარ გვერდზე წერს, აღნიშნული სანქციები მიზნად ისახავს, პუტინის ხელისუფლებისთვის აგრესიული ომის წარმართვა გაართულოს.

“შევთანხმდით რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-14 პაკეტზე, ინდივიდუალური და სექტორული ზომების ძლიერ ნაკრებზე, რომელმაც ომში უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის ძალისხმევებს ძირი უნდა გამოუთხაროს.

სანქციების სამიზნეა: სამხედრო-სამრეწველო თავდაცვითი კომპლექსი, ფინანსური სერვისები, ენერგეტიკული სექტორი, სანქციებისთვის თავის არიდება და ომის დამნაშავეები, მათ შორის სუბიექტები, რომლებიც უკრაინელი ბავშვების დეპორტაციაში არიან ჩართული.

აღნიშნული სანქციები მიზნად ისახავს, პუტინის ხელისუფლებისთვის აგრესიული ომის წარმართვა გაართულოს.

ევროკავშირი უკრაინისადმი თავის მხარდაჭერაში ერთგულია”, – წერს ჟოზეფ ბორელი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი