ახალი ამბები

მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

20 ივნისი, 2024 •
მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს

20 ივნისს მდინარე ლიახვში მაშველებმა მოზარდის ცხედარი იპოვეს.

ინფორმაციას ნეტგაზეთს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში უდასტურებენ.

არსებული ინფორმაციით, 19 ივნისს ცხინვალში მოზარდი დინებამ გაიტაცა და ოკუპირებული ტერიტორიებიდან დახმარებისთვის მიმართეს საქართველოს ხელისუფლებას.

ცხედარს ცხინვალში გადაასვენებენ და ყველა სხვა პროცედურა იქ ჩატარდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი