ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო სერვის ცენტრის მომხმარებლებს მომსახურებას გაუწევენ პირადი ბანკირები. ამ სერვის ცენტრის მომხმარებლები შეუერთდებიან 80,000 ზე მეტ მოქალაქეს, რომლებიც ფინკა ბანკის ფინანსური მომსახურებით მთელი ქვეყნის მასშტაბით სარგებლობენ.
ფინკა ბანკის პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნის ოფიციალურ ცერემონიაზე, ფინკა ბანკის გენერალურმა დირექტორმა, ვუსალ ვერდიევმა განაცხადა: „პერსონალური საბანკო მომსახურების სერვის ცენტრის გახსნა ფინკა ბანკისთვის მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს, რადგან ეს არის საშუალება კიდევ უფრო განვავითაროთ ჩვენი ფინანსური მომსახურება და ფინკას გლობალური მისიის ერთგულნი დავრჩეთ. სადეპოზიტო პროდუქტები, რომელსაც ჩვენს მომხმარებლებს ვთავაზობთ, საშუალებას აძლევს ჩვენს ორგანიზაციას გაზარდოს დაკრედიტების არეალი და კიდევ უფრო მეტ მცირე ან საშუალო ბიზნესის მქონე პირს მისცეს საშუალება, გაზარდონ მათი შემოსავალი და შექმნან ახალი სამუშაო ადგილები.”
ფინანსური სფეროს ერთ-ერთ მოწინავე ინსტიტუტს, ფინკას, საქართველოში მოღვაწეობის 17 წლიანი გამოცდილება აქვს. ამ ხნის განმავლობაში, ფინკა საქართველომ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა დაკრედიტების კულტურის ჩამოყალიბებასა და მცირე და საშუალო ბიზნესების განვითარებაში. ამავდროულად, ფინკა ბანკი დაზოგვის კულტურის ჩამოყალიბებასა და განმტკიცებას უწყობს ხელს, ვინაიდან დანაზოგების საშუალებით დღევანდელი დღის საჭიროებების დაკმაყოფილება მომავალი თაობების განვითარებაზე ორიენტირებული სოციალური და ეკონომიკური გარემოს შექმნის საწინდარია.
ფინკა ბანკის შესახებ: ფინკა ბანკი საქართველო სააქციო საზოგადოებაა, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებული 41 სერვის ცენტრის მასშტაბით, 80 000 ზე მეტ მომხმარებელს სრულ ფინანსურ მომსახურებას სთავაზობს. ფინკა ბანკი საქართველო, რომლის სასესხო პორტფელი $70 მილიონ აშშ დოლარს აჭარბებს, ფინკას გლობალური მიკროსაფინანსო ქსელის ნაწილია, რომელიც მსოფლიოს 23 ქვეყანაში, 2 მილიონამდე კლიენტს ემსახურება.
დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ, იხილოთ: www.FINCA.ge