ახალი ამბები

მსოფლიო რაგბის წლის აღმოჩენის ნომინანტთა შორის ვასილ ლობჟანიძე დასახელდა

26 ოქტომბერი, 2015 •
მსოფლიო რაგბის წლის აღმოჩენის ნომინანტთა შორის ვასილ ლობჟანიძე დასახელდა

ამ ნომინაციაში გამარჯვებული 1 ნოემბერს, ლონდონში, მსოფლიო რაგბის დაჯილდოებაზე გამოვლინდება.  

 

როგორც rugbyworldcup.com წერს, 2015 წლის რაგბის მსოფლიო თასზე საკუთარი კვალი ბევრმა კარგმა ახალგაზრდა მორაგბემ დატოვა. ამ პრესტიჟულ ჯილდოზე კი წარდგენილები იქნებიან ვასილ ლობჟანიძე (საქართველო) მარკ ბენეტი (შოტლანდია) და ნეჰე მილნერ–სკადერი (ახალი ზელანდია). 

 

რაგბის მსოფლიო თასის 1999 წლის გამარჯვებულმა და საბჭოს წევრმა ჯორჯ გრეგანმა განაცხადა, რომ თავიანთი თამაშით სამივე ნომინანტი გამორჩეული იყო. 

 

“სამივე ღირსეული კანდიდატია, მაგრამ, სამწუხაროდ, გამარჯვებული მხოლოდ ერთი იქნება. დარწმუნებული ვარ, რომ სამივე მოთამაშეს ექნება ნათელი მომავალი არა მხოლოდ თავიანთი გუნდებისა და ქვეყნებისთვის, არამედ საერთოდ, მსოფლიო რაგბისთვის. მოუთმენლად ველი მათი კარიერისთვის თვალის დევნებას”

ვასილ ლობჟანიძე
ვასილ ლობჟანიძე

მასალების გადაბეჭდვის წესი