ახალი ამბები

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შეურაცხმყოფელი პლაკატები მიაკრეს

26 ოქტომბერი, 2015 • 1298
ნაციონალური მოძრაობის ოფისზე შეურაცხმყოფელი პლაკატები მიაკრეს

 

ნაციონალური მოძრაობის ოფისზე გაკრული პლაკატი

 

„ოფისში ვიდეოთვალი გვაქვს დამონტაჟებული, რომელმაც დააფიქსირა ორი პირი დილის 6 საათზე. თუ წინა შემთხვევის დროს ნიღბით იყვნენ მოსული, ამ შემთხვევაში ნიღბები არ ეკეთათ“- ამბობს რაულ თავართიქილაძე.

 

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ამბობს, რომ ვიდეოთვალის მიერ დაფიქსირებული პირები მათ ვერ ამოიცნეს.

 

„ფირები გადავეცით პოლიციას, რომელიც ამ დილით, ათი საათისთვის გამოვიძახეთ. იმედი გვაქვს გამოძიებას დაიწყებენ და დაადგენენ დამნაშავეებს“- აცხადებს ის. 

 

ბათუმის გარდა ანალოგიური პლაკატები გააკრეს სხვა ქალაქებშიც, მათ შორის, ფოთში და თბილისში. 


მას შემდეგ, რაც უკრაინულ საიტებზე ვრცელდება პატიმრების წამების ამსახველი ვიდეომასალები, რომლებიც სამეგრელოს სამალავებში ე.წ. კასრებში აღმოაჩინა ქართული ოცნების ხელისუფლებამ და ასახავს ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდს, თავდასხმები ხორციელდება ენმ-ს ოფისებზე რეგიონებსა და თბილისში: თავდაპირველად ოფისებთან მიიტანეს პლაკატები, წარწერით – ლიკვიდირებულია, შემდეგ შეასხეს წითელი საღებავები და ამჯერად გააკრეს პლაკატები. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი