ახალი ამბები

აქტივისტი აცხადებს, რომ სახლთან უცხო ადამიანი დახვდა და დაემუქრა

7 ივნისი, 2024 •
აქტივისტი აცხადებს, რომ სახლთან უცხო ადამიანი დახვდა და დაემუქრა

სამოქალაქო აქტივისტი ნინო კალანდია აცხადებს, რომ მას სახლთან უცხო ადამიანი აედევნა, შემდეგ კი დაემუქრა.

ამის შესახებ კალანდიამ სოციალურ ქსელში დაწერა.  

ნინო კალანდია, რომელიც საქართველოს დაუნის სინდრომის ასოციაციის წარმომადგენელია, ამ ფაქტს თავის სამოქალაქო აქტივიზმს უკავშირებს.


როგორც ნინო კალანდია ნეტგაზეთთან ამბობს, აპირებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართოს.

თუმცა, მისი თქმით, ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მას უცხო პირები ემუქრებიან. ნინო კალანდიას თქმით, სხვა აქტივისტების მსგავსად, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარები მასთანაც შედის.

„ისედაც აკლებული ვარ ამ ზარებით. ყოველდღე, შუაღამისას. ღამე ვიღაცამ კარზეც დამიკაკუნა. რომ გავიხედე, არავინ იდგა. ახლა ეს დახვედრა“, – აცხადებს ნეტგაზეთთან ნინო კალანდია.

ნინო კალანდიას თქმით, მუქარის შემცველი სატელეფონო ზარების გამო მან პერსონალური მონაცემების დაცვის სამსახურს მიმართა, სადაც უთხრეს, რომ ეს მუქარები სისხლის სამართლის ნიშნებს შეიცავდა და განსახილველად პროკურატურას გადასცემდნენ. როგორც პროკურატურაში ნეტგაზეთს განუცხადეს, მსგავს საქმეებს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს და მათთან შესული წერილიც შსს-ს გაეგზავნა.

მასალების გადაბეჭდვის წესი