ახალი ამბები

„ჩემი კანონპროექტი სავიზო შეზღუდვებს პერმანენტულს გახდის“ — სენატორი ჯინ შაჰინი სანქციებზე

7 ივნისი, 2024 •
„ჩემი კანონპროექტი სავიზო შეზღუდვებს პერმანენტულს გახდის“ — სენატორი ჯინ შაჰინი სანქციებზე

ამერიკის შეერთებული შტატების სენატორი ჯინ შაჰინი ამბობს, რომ მისი ინიციირებული კანონპროექტით კიდევ უფრო ნათელი გახდება, რომ სახელმწიფო დეპარტმაენტის მიერ „ოცნების“ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის დაწესებული სანქციები მოკლევადიანი არ იქნება.

ამის შესახებ სენატორმა სოციალურ ქსელ „X-ზე“ დაწერა.

„მივესალმები სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ სავიზო შეზღუდვების დაწესებას იმ პირებისთვის, ვინც პასუხისმგებელია საქართველოში დემოკრატიისთვის ძირგამომთხრელ საქმიანობასა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე თავდასხმაზე. ჩემი ორპარტიული კანონპროექტი ამ შეზღუდვებს პერმანენტულად აქცევს და ნათელს გახდის, რომ აშშ-ის გადაწყვეტილება მოკლევადიან შედეგს არ წარმოადგენს“ ,— წერს სენატორი.

ამავე თემაზე:

მასალების გადაბეჭდვის წესი