ახალი ამბები

“ბოთლი მიუტანეთ ბედუკაძეს” – აქცია ენმ-ის ბათუმის ოფისთან

20 ოქტომბერი, 2015 •
“ბოთლი მიუტანეთ ბედუკაძეს” – აქცია ენმ-ის ბათუმის ოფისთან

 

ბათუმში, ნაციონალური მოძრაობის ოფისთან მობილიზებულია პოლიცია. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს არ მისცეს საშუალება შესულიყვნენ პარტიის ოფისში. აქციის მონაწილებთან შესახვედრად ოფისიდან გამოვიდა რაულ თავართქილაძე, რომელმაც აქციის მონაწილეებს შესთავაზა, „ბოთლი მიუტანონ ბედუკაძეს, რომელმაც დადგა და გადაიღო წამების კადრები“.

 

ამ წუთებში პარტიის ოფისის წინ დაპირისპირება გრძელდება. მას შემდეგ, რაც ორგანიზაცია „თავისუფალი თაობის“ აჭარის რეგიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ჯემალ დუაძე ძალით სცადა პარტიის ოფისში შეღწევა, ის სამართალდამცავებმა დააკავეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი